ვოლოდიმირ ზელენსკი - ზაპოროჟიეზე დარტყმები, რომელთა შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, რუსეთის „მადლობაა“ დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის

ზაპოროჟიეზე დარტყმები, რომელთა შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა, რუსეთის „მადლობაა“ დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, რუსეთმა მადლობა გამოხატა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის ზაპოროჟიეში საცხოვრებელ ბინებზე ხუთი მართვადი საავიაციო ბომბის ჩამოგდებით. ამ მომენტისთვის, სამწუხაროდ, თორმეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კიდევ თოთხმეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია - ექიმები მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან…

გასულმა ღამემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთში ზეწოლის ნებისმიერ შესუსტებას ისე აღიქვამენ, თითქოს ბრძოლის გაგრძელება და ქალაქებზე ბომბების ჩამოგდების გაგრძელება შეუძლიათ. სხვა სიგნალებია საჭირო. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ომი უნდა შეწყვიტოს და ეს რომ მოხდეს, რუსეთმა თავისი დანაკარგები უნდა იგრძნოს. ახლა, ჩვენი შორი მანძილის საშუალებები უზრუნველყოფენ ამას და რუსეთის დარტყმებს ვუპასუხებთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება,” - წერს ზელენსკი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე