პაველ ჰერჩინსკი - რაც მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია

ევროკომისიის გაფართოების ანგარიში სამ კვირაში იქნება გამოქვეყნებული, წინა ანგარიში გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის და მას შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„სამწუხაროდ, რაც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა თქვა, გულდასაწყვეტია და პერსონალურად ძალიან მამწუხრებს, მაგრამ ეს ამჟამინდელი მთავრობის თანმიმდევრული ქმედებების, კანონმდებლობების და ანტი-ევროპული რიტორიკის შედეგია. სამწუხაროდ, შედეგებია და როდესაც საქმე გაფართოების პროცესს ეხება, სამ კვირაში ევროკომისია გაფართოების კიდევ ერთ ანგარიშს წარადგენს. მე კიდევ ერთ პრესკონფერენციას დავაორგანიზებ. უმაღლეს წარმომადგენელსა და გაფართოებაზე პასუხისმგებელ ევროკომისარს ბრიუსელში ექნებათ პრესკონფერენცია და მოდი, დაველოდოთ ზუსტად რა იქნება მესიჯი.

ბოლო გაფართოების ანგარიში, რომელიც გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, სამწუხაროდ, გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება არ გაუმჯობესებულა, პირიქით - კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც საქმე ეხება ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

ასე რომ, მოდი სამ კვირაში ვნახოთ, რა იქნება ევროკომისიის შეფასება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე