ევროკავშირის წარმომადგენლობა - პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა განცხადება ახალი პროექტების შესახებ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროა

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, თელავში, „ევროპის დღის" ღონისძიების გახსნის შემდეგ გააკეთა განცხადება ახალი პროექტების შესახებ, რომელთა საერთო ბიუჯეტი 2026 წლის განმავლობაში 38 მილიონ ევროა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროპის დღე 2026 კახეთს ეწვია, რომ უკეთ მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ევროკავშირის გაცნობა.

რაც შეეხება 38 მილიონ ევროს, აღნიშნული თანხები მიმართული იქნება, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეების, ოჯახებისა და თემების მხარდაჭერაზე.

„პროგრამის „ევროკავშირი შენთვის“ (EUwithYou) ფარგლებში, 30–წლიან პარტნიორობაზე დაფუძნებული პროექტების საშუალებით მოხდება განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება, საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერა და სურსათის ხარისხის გაუმჯობესება; მოხდება მცირე ქალაქებისა და სოფლების განვითარების მხარდაჭერა, ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი მოქალაქეების მხარდაჭერა, მათ შორის აფხაზეთში, და გარემოს დაცვის გაუმჯობესება. ეს ახალი დახმარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ღონისძიებას სახელწოდებით „ჩემი ევროპა. ჩემი მომავალი“, ის მეღვინეობა „მოსმიერში” გაიმართა.

„ევროპის დღემ კახეთში თავი მოუყარა ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამშრომლებს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, პარტნიორებს და ადგილობრივ მოსახლეობას. კულტურის, კულინარიის, დიალოგისა და ინტერაქტიული აქტივობების მეშვეობით, სტუმრები გაეცნენ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და როგორ ხდება მოქალაქეთა მხარდაჭერა მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე