ზედიზედ მეორედ, მათ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა, - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ თელავში ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ევროპის დღე 2026“- ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას.
კობახიძის შეფასებით, ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ.
„რა თქმა უნდა, ეს დემონსტრაციული ნაბიჯია. ზედიზედ მეორედ, მათ მიიწვიეს ისეთი შესრულებული, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა. მათი არჩევანია. რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე ევროპული ინსტიტუტების მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა, ვნახოთ, როგორ განვითარდება მომავალში პროცესები. მშვიდად უნდა დავაკვირდეთ ამ ყველაფერს, იმედი გვაქვს, რომ მომავალში ჯანსაღი ფორმით გაგრძელდება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ“, - აცხადებს კობახიძე.