ირაკლი კობახიძე პატიმარ გიორგი დავითაძეზე - ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა - რა თქმა უნდა, ყველაფერს მოეფინა ნათელი, ძალიან მარტივად ჩატარდა გამოძიება

ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ყველაფერს მოეფინა ნათელი, ძალიან მარტივად ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების დასრულებას, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

კობახიძის თქმით, სწორედ ასეთი ხელწერა აქვს დღევანდელ ხელისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც პრემიერის თქმით, ადამიანის უფლებები დაცულია.

„ჩვენი ხელწერა პირველ რიგში, ძალიან ცხადია. ჩვენი ხელწერაა, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს ყველგან და ყველას მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს ჩადენილი, ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს განურჩევლად დაცული. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც. თუმცა, ასეთ დროს ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ყველაფერს მოეფინა ნათელი, ძალიან მარტივად ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და ამის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა ვითარება, რასაც ადასტურებს ბევრი რამ, მათ შორის, სტატისტიკაც, ამას ადასტურებს მათ შორის, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც, რომელიც შემცირებულია დაახლოებით, 6-ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს ზუსტად იმის შედეგია, რომ დღეს ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს სასჯელაღსრულების სისტემაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ამ ხელწერილით მუშაობის გაგრძელებას“, - განაცხადა კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე