ირაკლი კობახიძე - ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები - სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და ანალიზი

ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში დააბრუნონ ის ძალა, რომლის ხელწერაც იყო ადამიანის უფლებების დარღვევა, დემოკრატიის უგულებელყოფა, სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა და ეს, რა თქმა უნდა, სათანადოდ აისახება ქართული საზოგადოების დამოკიდებულებასა და განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო განუხრელად იცავს იმ პრინციპებს, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები ჰქვია.

ამასთან, პრემიერი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის დღევანდელ განცხადებებს და აღნიშნა, რომ „ეს ადამიანი დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უწოდებს იმ უმსგავსობას, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობას, რომელსაც ღიად უჭერდა მხარს, სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატია“.

„ამას უწოდებენ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა და ანალიზი. საქართველო განუხრელად იცავს ამ პრინციპებს, რასაც სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები ჰქვია. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა დემოკრატიის დამკვიდრება, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაა. ამ ფონზე სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია მისტირის იმ აგენტურას, რომელიც ქვეყანას მართავდა და რომელიც სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა.

„ეს ადამიანები ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები, რომ ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმი. რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს, ჩვენ მიჩვეულები ვართ, ამით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია წლების განმავლობაში.

ძალადობრივი აქციები, რაც 2024 წელს და მანამდე ვიხილეთ, იყო ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლებაში დაებრუნებინათ სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მხარს უჭერდნენ მოძალადეებს და მათ უწოდებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს და მეორე მხრივ, გმობდნენ, მათ შორის ძალის პროპორციულ გამოყენებას. ერთი მხრივ იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, რაც ჩვენც დავგმეთ, მაგრამ ამასთან ერთად სწორედ ეს ბიუროკრატები გმობდნენ ძალის პროპორციულ გამოყენებასაც,

სინამდვილეში ეს ადამიანები შეშფოთებულები არიან იმით, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ქართველი ხალხი ამ ადამიანების განზრახვას დაუპირისპირდა და გააკეთა არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე