პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებზე - მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხილებული არიან ძალიან მძიმე დანაშაულში, მზად ვართ, თითოეულ მათგანთან მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება, თუ იქნება სინანული, აღიარება

მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულში, ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეულ მათგანთან მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება, თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ისაუბრა.

კითხვაზე, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულთა მიმართებით საპროცესო შეთანხმებას ოპოზიციის ნაწილი არ ემხრობა, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ „რადიკალიზმისთვის მათ ურჩევნიათ, მეტი პატიმარი იყოს“.

„ოპოზიციაში არის რადიკალური ნაწილი, რომლისთვისაც, რა თქმა უნდა, მისაღებია რაც შეიძლება მეტი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების სისტემაში, ვგულისხმობ იმ პატიმრებს, რომლებიც ძალადობრივი ქმედებებისთვის იხდიან სასჯელს. ეს არის მათი დღის წესრიგი, რადიკალიზმისთვის მათ ურჩევნიათ, იყოს მეტი პატიმარი. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება საკითხთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არიან მხილებული ძალიან მძიმე დანაშაულში, ჩვენ მზად ვართ, რომ თითოეულ მათგანთან მივიღოთ ჰუმანური გადაწყვეტილება - თუ იქნება სინანული, აღიარება, მონანიება, ამ შემთხვევაში, ეს ადამიანები დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

ამ ადამიანების მიზანი არის რადიკალიზმი, პოლარიზმი, ესკალაცია. ჩვენი მიზანია, პირიქით, სიმშვიდის განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ, ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს,რომელიც ყველაზე მეტად წაადგება ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებას“, - განაცხადა კობახიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე