ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონთან განვიხილეთ გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ის გამოწვევები განიხილა, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსული დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქების შედეგად წარმოიშვა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, საუბარი იმ დროს შედგა, როდესაც რუსეთი კიევს ბალისტიკური რაკეტებით უტევდა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის პაკეტების საჭიროება აშკარაა.

„სამწუხაროდ, ამ დღეებში სარაკეტო შეტევების საფრთხე კვლაც ნარჩუნდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება და ერთობლივი გაბედული ნაბიჯების გადადგმა.

„განვიხილეთ გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების შემსუბუქებას. რუსებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ აღარ აქვთ ომის გახანგრძლივების შესაძლებლობა. კოორდინაციას ვახდენთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ვამზადებთ შეხვედრებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე