თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში, ტრადიციული „შაბათის მარში“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ავლაბრის“ მეტროსთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.

აქციის მონაწილეებს, ასევე შეუერთდნენ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები. გიორგი დავითაძის დამ, ლიკა დავითაძემ კი მსვლელობის დაწყებამდე განცხადება გააკეთა და აქციის მონაწილეებს პატიმრების მიმართ მხარდაჭერისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.

„მინდა, გთხოვოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც სისტემის მხრიდან მსხვერპლნი და ჩაგრულები არიან. გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდით, რომ დავეხმაროთ მათ. თქვენი მხარდაჭერის გარეშე, ისინი გააგრძელებენ წამებას ციხეებში და პატიმრები დაუცველები დარჩებიან. ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები, რომ ისინი დავიცვათ. მადლობა მხარდაჭერისთვის! მადლობა ყველა სინდისის პატიმარს, მათ მშობლებს“,- განაცხადა ლიკა დავითაძემ.

შაბათის მარში პარლამენტთან დასრულდება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე