ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახლთან მოქალაქეები 681-ე დღეა აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია: ხელახლა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები.
შეკრებილები ასევე ქვეყანაში "რეპრესიული კანონების" გაუქმებასა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ითხოვენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის მთავრობის სახლთან ყოველდღე, 19:00 საათზე იმართება.