ვფიქრობ, დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რითაც, როგორც BBC წერს, რუსული დიზელის საწვავის ექსპორტზე სანქციების შემსუბუქების გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას უპასუხა.
როგორც ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს", რადგან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ნებართვის გაცემას აგრძელებს.
„უმჯობესია, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია".
„ჩვენ ვუთხარით: „რუსეთს რაც გინდათ, ის უქენით, ოღონდ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყათ“, რადგან ეს გლობალურ პრობლემებს იწვევს", - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპის განცხადებით, ზელენსკის შეეძლო მრავალი შეთანხმების დადება, მაგრამ რატომღაც ამას არასდროს არ აკეთებს.