ანდრეი სიბიგა დონალდ ტრამპს პასუხობს - ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს - საზღვარგარეთიდან განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ , - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს.

პრეზიდენტი ზელენსკი ომის დროს უძღვება ჩვენს ერს - ომს დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ღირსებისთვის.

“მას უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ. საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებები მხოლოდ ადასტურებს, რომ ის თავის საქმეს კარგად ასრულებს. ის მხარდაჭერას იმსახურებს”, - აღნიშნა სიბიგამ.

დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ “დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს”. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს", რადგან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ნებართვის გაცემას აგრძელებს.

„უმჯობესია, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს", - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია".

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე