ერ-რიადში აეროპორტზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 309 დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა დაადასტურა, რომ დაღუპულთა შორის ოთხი ადამიანი საუდის მოქალაქეა, ორი - ბანგლადეშის და თითო-თითო აშშ-დან, იორდანიიდან, პალესტინიდან, სირიიდან, სუდანიდან და ეგვიპტიდან.

მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერაციები შეჩერებულია.

საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა სამხედრო კოალიციამ პირობა დადო, რომ უპასუხებს თავდასხმას, რომელსაც მან „ომის დანაშაული“ უწოდა და რომელშიც იემენელი ჰუსიტები დაადანაშაულა.

ჰუსიტებს თავდასხმაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ, თუმცა მანამდე პასუხისმგებლობა აიღეს იმავე აეროპორტზე ხუთშაბათს განხორციელებულ დარტყმებზე, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და თვითმფრინავი დაზიანდა.

ჰუსიტების მტკიცებით, ისინი საუდის არაბეთს იმის გამო ესხმიან თავს, რომ სამეფო იემენში განახლებულ სამოქალაქო ომში სამთავრობო ძალებს უჭერს მხარს. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ მხარს უჭერს იემენის გაეროს მიერ აღიარებული მთავრობის შეტევით ოპერაციას, რომლის მიზანიც ჰუსიტებისგან ტერიტორიების დაბრუნებაა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე