კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სიკვდილით დასჯის პროცედურას გადაურჩა, საავადმყოფოდან გაწერეს და ციხეში დააბრუნეს

სიკვდილმისჯილი კრისტა პაიკი, აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, საავადმყოფოდან გაწერეს და ციხეში დააბრუნეს, სადაც სამედიცინო მომსახურების მიღებას გააგრძელებს , - ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს.

მანამდე, ოთხშაბათს, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პაიკმა საავადმყოფოში „გაბრაზებულმა და დაბნეულმა“ გაიღვიძა და მას 30 სექტემბერს სიკვდილით დასჯის უშედეგო მცდელობის შემდეგ ხანგრძლივი გამოჯანმრთელების პერიოდი ელის.

50 წლის პაიკი სიკვდილით დასჯის პალატიდან ნეშვილის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში და ხელის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც რივერბენდის მაქსიმალური უსაფრთხოების დაწესებულებაში ორი ინექციის შედეგად მისი სიკვდილით დასჯა ვერ მოხერხდა.

ტენესის შტატის მოსამართლემ სახელმწიფო მოხელეებს დაავალა შეინახონ პაიკის სიკვდილით დასჯის წარუმატებელ მცდელობასთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება, რასაც მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა „მისი კონსტიტუციური უფლებების დაცვისა და აღსრულების მრავალი ნაბიჯიდან პირველი“ უწოდა.

ტენესის შტატის გუბერნატორმა ბილ ლიმ წლის ბოლომდე შეაჩერა სიკვდილით დასჯის ყველა პროცედურა; ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც დაიწყო გამოძიება პაიკის სიკვდილით დასჯის წარუმატებელ მცდელობასა და მაისში ტონი კარუტერსის შემთხვევაში მომხდარ ანალოგიურ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც ციხის თანამშრომლებმა ვენური კათეტერიზაცია ვერ შეძლეს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე