ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომსა და ჰიბრიდული მოქმედებების კამპანიას განიხილავენ, რომელიც ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ არის მიმართული და სულ უფრო მწვავდება. დისკუსია შეეხება რუსეთის მიერ ჰიბრიდული მოქმედებების გააქტიურებაზე ევროკავშირის რეაგირებას, ასევე უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის საკითხებს.

განხილვამდე მინისტრები მოსაზრებებს გაცვლიან უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან.

საბჭო ასევე განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას ირანში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით კი ნაოსნობის თავისუფლების საკითხს.

გარდა ამისა, მინისტრები გაცვლიან მოსაზრებებს ღაზასა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ მდგომარეობაზე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე