ირაკლი ზარქუა პაველ ჰერჩინსკიზე - რატომ ელოდებით ამ კაცისგან, რომ იქნება ხიდი ევროკავშირსა და საქართველოს შორის? - მას სხვა მისია ჰქონდა და აქვს: აქ რევოლუციები მოახდინონ და დასვან მარიონეტები

რატომ ელოდებით ამ კაცისგან, რომ ის იქნება ხიდი ევროკავშირსა და საქართველოს შორის? არა, მას სხვა მისია ჰქონდა და სხვა მისია აქვს დღემდე, რომ აქ რევოლუციები მოახდინონ, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, რითაც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის პოზიციასა და „ევროპის დღესთან“ დაკავშირებულ კახეთში მიმდინარე ღონისძიებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი „დღენიადაგ ვნებს ქართულ სახელმწიფოს და ქართველების ინტერესებს“.

„მოიწვია მომღერალთა გუნდი, რომელიც გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, რაღაც არაეთიკური მუსიკითა და სიმღერით, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის მათი ხელწერა, ეს არის ბატონი ჰერჩინსკის მიდგომა ქართველების მიმართ. რატომ ელოდებით ამ კაცისგან, რომ ის იქნება ხიდი ევროკავშირსა და საქართველოს შორის? არა, მას სხვა მისია ჰქონდა და სხვა მისია აქვს დღემდე, რომ აქ რევოლუციები მოახდინონ, რომ აქ დასვან მარიონეტები, აგენტურა, როგორც სააკაშვილის სახით მაშინ დასვეს. ეს არ გამოუვიდათ, ამიტომაც არის ჩვენზე გაბრაზებული ჩვენზე და დღენიადაგ ვნებს ქართულ სახელმწიფოს და ქართველების ინტერესებს“,- განაცხადა ზარქუამ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა