დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკში მაღალსართულიან კორპუსებზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“მტერმა სლოვიანსკზე საჰაერო დარტყმა განახორციელა. ორი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა. ამჟამად ცნობილია, რომ ოთხი ადამიანი დაშავდა”, - განაცხადა ქალაქის მერმა, ვადიმ ლიახმა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ადამიანები.