რეჟიმს ძალიან ბევრჯერ არჩევანი ჰქონდა, რომ სწორად მოქცეულიყო, მაგრამ რეჟიმმა მეტი ანტაგონიზმი და დაპირისპირება არჩია, ახლა მიიღებს ქმედებების შედეგებს, არა მხოლოდ რეჟიმი, არამედ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ სხდომას გამოეხმაურა, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა თემებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბევრჯერ ჰქონდა შანსი, სწორი ნაბიჯები გადაედგა, რომ დასავლეთთან ურთიერთობები გადაეტვირთა, თუმცა დაპირისპირება არჩია, რომლის შედეგებსაც მმართველი პარტია გამოცდის, თუმცა შედეგად დაზიანდება ასევე, ქვეყანაც.
„ვფიქრობ, ის სულისკვეთება, რაც ევროპულ პარლამენტს გააჩნია ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ევროპულმა კავშირმა საბოლოო სიტყვა თქვა. ამ რეჟიმს ძალიან ბევრჯერ არჩევანი ჰქონდა, რომ სწორად მოქცეულიყო, მიეყოთ ხელი გადატვირთვის პოლიტიკისთვის, შეეცვალათ დრაკონული კანონმდებლობა, გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები, მაგრამ ამ რეჟიმმა არჩია არსებითად მეტი ანტაგონიზმი, მეტი დაპირისპირება, მეტი შეხლა-შემოხლა, და ახლა მიიღებს ამ ქმედებების შედეგებს, არა მხოლოდ ეს რეჟიმი, არამედ სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანაც. ეს რეჟიმი დაისჯება ძალიან მკაცრად, რადგანაც ევროპულმა კავშირმა თქვა საბოლოო სიტყვა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ „ტვ პირველთან“.