ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთია - უკრაინა მზადაა შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს

უკრაინა მზად იქნება შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ტელეგრამ” არხზე განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამის გაკეთებას არ აპირებს.

„ევროპაში ომის რეალური მიზეზი რუსეთი და მხოლოდ რუსეთია. ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების შეჩერება დღეს უკვე შესაძლებელია, მაგრამ პუტინს ამის გაკეთება არ სურს. უკრაინა მზად იქნება შეწყვიტოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, თუ რუსეთი შეწყვეტს ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს. დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი უნდა იყოს ორმხრივი და თან ახლდეს რეალური გარანტიები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ევროპელ ლიდერებთან დიალოგი დღესაც გაგრძელდება:

„ყოველდღიურად ვახდენთ ჩვენი ქმედებების სხვადასხვა დონეზე კოორდინირებას და ვმუშაობთ თავდაცვის დამატებით პაკეტებზე, ძირითადად საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო თვითმფრინავებისთვის საბრძოლო მასალაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, მხოლოდ ამ კვირაში რუსებმა უკრაინის წინააღმდე დაახლოებით 1 450 საჰაერო ბომბი, სხვადასხვა ტიპის 75 რაკეტა და 1 640-ზე მეტი თავდასხმის დრონი გამოიყენეს, რომელთა დაახლოებით 60% რეაქტიული ძრავით იყო აღჭურვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე