პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ საგანგებო შეხვედრა გამართეს

პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს მას შემდეგ, რაც მიიღეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმის შესახებ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კაროლინა გალეცკამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

მას საფრთხის ზუსტი ხასიათი და წყარო არ დაუსახელებია.

“შესაძლო თავდასხმის შესახებ პოლონეთის პოლიციის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა მარცინ კიერვინსკიმ და სპეციალური სამსახურების კოორდინატორმა მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ზომების მიღების ბრძანება გასცეს”, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, პოლონურმა კერძო მაუწყებელმა Radio Zet-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ საფრთხის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული წერილის სახით მიიღო.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე