პენიტენციური სამსახური - რეზო კიკნაძეს სატელეფონო ზარებზე არანაირი შეზღუდვა არ აქვს

რეზო კიკნაძეს სატელეფონო ზარებზე არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ამის შეახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში

განუცხადეს.

მათი თქმით, მსჯავრდებულს შეუძლია გამოითხოვოს და გაასაჯაროოს მისი სატელეფონო საუბრების ამონაწერი, „საიდანაც ნათლად გამოჩნდება, როდის აქვს ბოლოს სატელეფონო ზარი განხორციელებული“.

„რეზო კიკნაძეს არანაირი შეზღუდვა სატელეფონო ზარებზე არ აქვს და ამიტომ გაუგებარია, რატომ ავრცელებს ამ ინფორმაციას. აქვე გეტყვით, რომ მსჯავრდებულს შეუძლია გამოითხოვოს და გაასაჯაროოს მისი სატელეფონო საუბრების ამონაწერი, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, როდის აქვს ბოლოს სატელეფონო ზარი განხორციელებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებულმა რეზო კიკნაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ გზავნილში აღნიშნა, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ მას სატელეფონო ზარების უფლება შეუზღუდა და დედისა და ორი ახლობლის ნომრები დაბლოკა.

კიკნაძის თქმით, მას ბოლო ორი თვეა ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა არ ეძლევა, რასაც პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად ჩაწერილ ხმოვან შეტყობინებას უკავშირებს.

„ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველ ჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს. მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ, „ვოისი“ რომ ჩავწერე დავითაძის მხარდასაჭერად, ეგ უნდა იყოს ამ უმსგავსობის სათავე. დედაჩემის ნომერს რას ერჩოდნენ? სულ გარეკეს, მგონი”,- წერს კიკნაძე.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე