საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გაიხსნა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გაიხსნა.

სიმპოზიუმი თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ 1700 წლისთავთან დაკავშირებით საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებიან: საქართველოს პატრიარქი შიო III, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

საიუბილეო ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობის, მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის სიღრმისეულ გააზრებას, აგრეთვე მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენას.

სიმპოზიუმის ფარგლებში მოხსენებით გამოვლენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ისტორიკოსები, თეოლოგები, კულტურის მოღვაწეები და სასულიერო პირები.

სიმპოზიუმი რამდენიმე დღეს გაგრძელდება და თემატურ სესიებს მოიცავს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე