მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში იკვრება 7 მარადიული ღირებულება: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი - როდესაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქა იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ისინი ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება

ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს მკაფიოდ იკვეთება შვიდი მარადიული ღირებულება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი , - ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო სიმპოზიუმზე, „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განსაზღვრის ფუნდამენტს.

„დღეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიო ღირებულებითი კრიზისისა და გეოპოლიტიკური რყევების წინაშე დგას, ჩვენი ვალია დავსვათ ფუნდამენტური კითხვა - რა საფუძველზე უნდა იდგეს ქართული სახელმწიფო, საზოგადოება და თავად ადამიანი?

ჩვენს სახელმწიფოებრივ აზროვნებაში დღეს სრულყოფილად იკვრება 7 მარადიული ღირებულება, ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი.

ეს შვიდ-კომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართლის XIX საუკუნის ეროვნულ ტრიადასა და უწმინდესი ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროით და სივრცით საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. მათ შორის ქართული გონისა და სულის ისეთ უზენაეს მწვერვალებს, როგორებიცაა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას უკვდავი მემკვიდრეობა.

სწორედ ეს შვიდი სიმბოლო წარმოადგენს პიროვნების განსაზღვრად ფუნდამენტს. და დღესაც, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს, ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება.

ამ იდეალებით აღზრდილი ქართველი ახალგაზრდობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ბევრად უფრო დაცული, პროგრესული, მორალურად მყარი და ემპათიური“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს