ვოლოდიმირ ზელენსკი ისტერიკაში ჩავარდა და რაციონალურად მოქმედება არ შეუძლია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ზელენსკი, ბუნებრივია, ისტერიკულ მდგომარეობაშია და, ნაკლებად სავარაუდოდ, ახლა გააზრებული მოქმედება შეეძლოს. მას რომ გააზრებული მოქმედება შეეძლოს, მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოავლენდა”, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ამის ნაცვლად უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, შორი მოქმედების იარაღს და Starlink-ზე წვდომას რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის. პესკოვის მტკიცებით, მოსკოვის წინააღმდეგ ზელენსკის “აგრესია” ტრაგიკული შეცდომაა.
„რუსეთთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ისინი, ვინც ასე ექცევიან რუსეთს, ფასს იხდიან. ახლა ფასს უკრაინა იხდის“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.