ვოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, ლიდერის არჩევა ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია - უთხარით პუტინს, შეწყვიტოს ცეცხლი 60 დღით და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ

უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე კომენტირებისას, რომლის თქმითაც, “დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს”, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ომშია და არჩევნების ჩატარება „კონსტიტუციის ჩარჩოებს სცილდება“. მისი თქმით, რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს უსაფრთხო პირობები იმისთვის, რომ ხალხს ხმის მიცემის საშუალება მიეცეთ.

“პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, ამა თუ იმ ლიდერის არჩევა ჩვენი საზოგადოებისა და ხალხის გადასაწყვეტია. დიახ, ჩვენ ომში ვართ და არჩევნების ჩატარება მართლაც რთულია. საქმე მხოლოდ უსაფრთხოების ნაკლებობასა და კანონმდებლობასა თუ კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში არ არის, მთავარია შესაბამისი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის არსებობა, რათა ხალხს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, თავად უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის და როგორ ჩაატარონ არჩევნები და ვის მისცენ ხმა. რაც შეეხება ამ საკითხს - ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურდა უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლა; ეს მესმის. ასე რომ, გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე, 60-დღიანი პაუზა. ცეცხლის სრული შეწყვეტა 60 დღით - და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ჩვენი ხალხის - სწორედ უკრაინელი ხალხის - ნებისმიერი არჩევანისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე