კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. გავრცელებული ცნობებთ, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.