პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მკვლელობის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, დააკავეს პირი, რომელსაც მასსა და თავდაცვის მინისტრზე მკვლელობის მიზნით თავდასხმის დაგეგმვაში ედება ბრალი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ტუსკმა პოლიციას მადლობა გადაუხადა ეჭვმიტანილის დაკავებისას გამოჩენილი „ოპერატიული და გადამჭრელი ქმედებებისთვის“. სპეციალური სამსახურების კოორდინატორის პრესსპიკერმა იაცეკ დობჟინსკიმ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა, ქვემო სილეზიის რეგიონში დააკავეს.

მანამდე, პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მიიღო სარწმუნო ცნობები დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე შესაძლო თავდასხმების შესახებ.

გუშინ, დაგეგმილი თავდასხმების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურებმა სპეციალური შეხვედრა გამართეს; უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები ამ საფრთხეს „უკიდურესად სერიოზულად“ აღიქვამენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, კაროლინა გალეცკას განცხადებით, გეგმა მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც სახელმწიფო დაცვის სამსახურმა, რომელიც მინისტრების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, პოლიციას ელექტრონული ფოსტით მიღებული შეტყობინება გადაუგზავნა, რომელიც შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას მოიცავდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა