ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, მოჰსენ რეზაის განცხადებით, აშშ-ის პასუხი ირანის იმ შვიდ პირობაზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ეხებოდა, „არასაკმარისი“ იყო.
„ვაშინგტონმა უნდა განმარტოს ის საკითხები, რომლებიც თეირანისთვის ბუნდოვანი რჩება. ჩვენ ამერიკელებს შვიდი პირობა წავუყენეთ და მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჰორმუზის სრუტე მათთვის არ გაიხსნება და მოლაპარაკებები არ გაიმართება მანამ, სანამ ეს პირობები არ შესრულდება. მათ პასუხში ჩანს, რომ ჩვენი ზოგიერთი პირობა მიიღეს, დანარჩენი პირობები კვლავ გაურკვეველი რჩება“, - აღნიშნა რეზაიმ.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანმა წარადგინა წინადადება, რომლის თანახმადაც, პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა და საზღვაო მიმოსვლის ჩვეულ რეჟიმში აღდგენა შვიდი დღის განმავლობაში. აღნიშნულ წინადადებას აშშ-მა მოგვიანებით კატარელი შუამავლების მეშვეობით უპასუხა.