დიმიტრი პესკოვი - ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ახალი პრეზიდენტის დროა, რატომ? იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ამ ომის შესაჩერებლად ძალიან რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს

ვოლოდიმირ ზელენსკი კონფლიქტის შეჩერების სურვილს არ ავლენს, სწორედ ამიტომ ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.

„ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ახალი პრეზიდენტის დროა. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ამ ომის შესაჩერებლად ძალიან პასუხისმგებლიანი და ძალიან რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ან ზელენსკი აიღებს ამ პასუხისმგებლობას, გამოავლენს პოლიტიკურ ნებას, ან არა“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ამ ეტაპზე ამის გაკეთება არ სურს.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის „მსოფლიოსთვის პრობლემების შექმნა სურს“, რადგან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ნებართვის გაცემას აგრძელებს.

„უმჯობესია, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ უკრაინამ „ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა