მარტა კოსი საქართველოს ხელისუფლებაზე - სანამ წინ არ მიდიან და პირიქით, იმ კანონებით, რომლებიც მიიღეს, უკუსვლას განიცდიან, სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ

საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს, ძალიან გვსურს საქართველოს ხელისუფლებასთან კვლავ აქტიური თანამშრომლობა, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, გეგმავს თუ არა ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას.

„სანამ ისინი წინ არ მიდიან და პირიქით, იმ კანონებით, რომლებიც მიიღეს, უკუსვლას განიცდიან, სანამ წინსვლა არ იქნება, სანამ ევროპული ღირებულებებისკენ არ გადადგამენ ნაბიჯებს, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ”, - აღნიშნა მარტ კოსმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას აგრძელებს და მხარს უჭერს ქართველ ხალხს.

„თუმცა, საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გვაქვს: მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასთან არ ვთანამშრომლობთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან და მხარს ვუჭერთ ხალხს. ბევრი სფეროა, სადაც დახმარებას ვუწევთ და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. კარგი იქნებოდა, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფურცელზე არ იყოს, მაგრამ წინსვლისთვის ორივე მხარის ჩართულობაა საჭირო”, - აღნიშნა მარტა კოსმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა