ვოლოდიმირ ზელენსკი - მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საწვავზე ფასები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო იზრდება

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ფასები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო იზრდება. ფასები იზრდება ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რატომ ადანაშაულებენ მას ომის გაგრძელებაში, ზელენსკიმ უპასუხა: „იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ვერ იპოვეს პუტინის შეჩერების გზა“.

„იმიტომ, რომ პუტინის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე სხვებზე ზეწოლა. იმიტომ, რომ უფრო მარტივია ფასებზე საუბარი და ამ საკითხის უკრაინასთან დაკავშირება. მაშინ, როცა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ფასები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო იზრდება. ფასები იზრდება ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო - სწორედ ამ მიზეზებით. ეს ყველას ესმის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეამციროს და ის დათანხმდა.

საწვავის ფასების ზრდაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებენ“.

„ეს სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთის პრობლემა არ არის. ეს უფრო რუსეთის პრობლემაა, სადაც უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ებრძვიან და უკრაინა რუსეთში დიზელის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებს, რადგან ისინი ნავთობგადამუშავების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და ვუთხარი: „ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები უნდა შეამციროთ“, მან მითხრა: „ალბათ, ასე მოვიქცევით“, - აღნიშნა ტრამპმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა