ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა დიალოგში იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას

ვფიქრობ, დროა, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა, - ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართვა დიალოგში იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას. ამიტომ, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ სექტორულ მიმართულებებზე, სადაც მათი როლი მნიშვნელოვანი იქნება, და მათთან დიალოგი გადამწყვეტია. შესაბამისად, ვფიქრობ, კარგი დროა ამ საკითხზე საუბრის დასაწყებად“, - აღნიშნა მინისტრმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა