ბათუმში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის ლიფტის შახტაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის ლიფტის შახტაში ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, დიმიტრიადის ქუჩაზე, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ლიფტის შახტაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მეხანძრე - მაშველები იმყოფებიან.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.