შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებზე - სჯობს ახლა აღიარონ და ამით იქნება შესაძლებლობა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში

სჯობს ახლა აღიარონ და ამით იქნება შესაძლებლობა, საზოგადოებამ დაინახოს, რომ იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში - სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლინება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების მიერ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მზაობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ამ ადამიანების გამო ქვეყანა 90-იან წლებში დაბრუნების ზღვარზე იყო, თუმცა სუსტი ნებისყოფა აქვთ, ითხოვენ მოწყალებას და ციხის დატოვებას“.

„არ ვიცი არის თუ არა საპროცესო შეთანხმება გაფორმებული, რასაც ვეცნობოდი ამის სურვილი გამოთქვა ამ ორმა პატიმარმა, რომელიც ძალადობის ორგანიზებისთვის არის მსჯავრდებული და მიმართეს პროკურატურას. ვნახოთ რა იქნება საბოლოოდ შედეგი.

ეს აღიარებები ჩვენ გვაჩვენებს თუ რასთან გვქონდა საქმე, როდესაც გარედან ინსპირირებული, ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო. როდესაც ორგანიზატორები მიდიან საპროცესო შეთანხმებაზე და ითხოვენ მოწყალებას, აჩვენებს საერთო ჯამში რა ხალხთან გვაქვს საქმე. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების ძალიან გააზრებული მოქმედება, რომ არა უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების, პოლიციის გმირული მოქმედება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს პრეზიდენტის სასახლე და დაიცვეს მთლიანად ქვეყანა, საქართველო იდგა 90-იან წლებში დაბრუნების ზღვარზე. რა უბედურება დატრიალდებოდა ამ ქვეყანაში, რა სისხლი დაიღვრებოდა, როგორი დაპირისპირება დაიწყებოდა, ეს ჩვენ ნანახი გვაქვს 90-იან წლებში და ზუსტად ვიცით რა შეიძლება მომხდარიყო. ამ ადამიანებმა ამისთვის გაწირეს ქვეყანა, ხალხი. დღეს იმის გამო, რომ სუსტი ნებისყოფა აქვთ, ითხოვენ მოწყალებას და ციხის დატოვებას.

მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, ვინც ოთხი ოქტომბრის ორგანიზატორები არიან, მათ მიერ მოწყალების საკითხის მიმართ. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან გაცხადებულია პოლიტიკა - ის ვინც აღიარებს დანაშაულს, ის ვინც აიღებს პასუხისმგებლობას და გააცნობიერებს, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არ უნდა იმოქმედოს, სახელმწიფო ჰუმანურობის მაქსიმალური გამოვლინებით მოეპყრობა მათ. ასე რომ, სჯობს ახლა აღიარონ და ამით იქნება კიდევ შესაძლებლობა, რომ საზოგადოებამ დაინახოს იაზრებენ თუ რა სამარცხვინო საქციელს ჰქონდა 4 ოქტომბერს ადგილი, ვიდრე გაჯიუტდნენ თავის დანაშაულში.

ყველას მხოლოდ მოვუწოდებ, რომ საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაული ყველამ შეინანიოს და სადაც იქნება სინანული, იქ იქნება შენდობის მაქსიმალური გამოვლინება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა