კახა კალაძე - როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა პირად სანქციებზეა საუბარი?

როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა პირად სანქციებზეა საუბარი? - ჩვენ სულელები არ ვართ, არ გვინდა ჩვენი ქვეყანა სხვა დიდ ქვეყნებს თავისი ინტერესების გასატარებლად გამოვაყენებინოთ და ამით დავაზიანოთ ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ეკონომიკა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის და შალვა პაპუაშვილის სანქცირებას ითხოვენ.

მისივე თქმით, რომ არა ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს დღეს“, ის კატასტროფული სიტუაცია გვექნებოდა, რაც უკრაინაშია“.

„როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესს, რა პირად სანქციებზეა საუბარი? სრული პასუხისმგებლობით - 1 000%-ით გეუბნებით, რომ არანაირი პირადი ინტერესი არ გამაჩნია. მე ვიცი, რომ ვაკეთებ სწორ საქმეს. მე და ჩემს თანაგუნდელებს ხალხის მხარდაჭერა გვაქვს იმიტომ, რომ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოსთვის არის მნიშვნელოვანი. ბევრი უსამართლობა არის ამ რთულ გზაზე, მაგრამ მთავარი ქვეყნის ინტერესია. რატომ უნდა გვქონდეს ამაზე რამე განსაკუთრებული ყურადღება, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქართველ ხალხთან და საქართველოსთან მიმართებით მათ აქვთ არასამართლიანი დამოკიდებულება. საქართველო ვერ იქნება ვიღაცის პაიკი და ხელის ბიჭი, რომელსაც რასაც უნდა დაავალებენ და გააკეთებინებენ. ჩვენ რომ პრინციპული პოზიცია არ დაგვეკავებინა და არ გაგვეტარებინა ის პოლიტიკა, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ ახორციელებს, დღეს ჩვენ სრული უბედურება გვექნებოდა, აქ ვერ ვიდგებოდით და ვერ ვისაუბრებდით პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების პროექტებზე, გვექნებოდა ის კატასტროფული სიტუაცია, რაც უკრაინაშია. ჩვენ სულელები არ ვართ, არ გვინდა ჩვენი ქვეყანა სხვა დიდ ქვეყნებს თავისი ინტერესების გასატარებლად გამოვაყენებინოთ და ამით დავაზიანოთ ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ეკონომიკა. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი, ჩვენ გვინდა მეგობრობა და პარტნიორობა, მაგრამ არა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები დავთმოთ და გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება საკუთარი ქვეყნისა და ხახლისთვის”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტართა ჯგუფმა, მათ შორის, რასა იუკნევიჩიანემ და დევიდ მაკალისტერმა, მოამზადა რეზოლუციის პროექტი, სადაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას ითხოვენ. რეზოლუციის პროექტის ავტორები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა