ირაკლი კობახიძე - ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა კახეთში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, სადაც ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მღეროდა და უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რამდენად ჯდება ჰერჩინსკის ქმედებები დიპლომატის ფუნქციებში?“

კობახიძის შეფასებით, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩის ქმედებები წარმოადგენს ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას.

„რა თქმა უნდა, არ ჯდება. ეს ქმედებები არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა. გარდა ამისა, ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენო, რომ „ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ“. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა