საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას შეცვლის.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ ვერკვევით ამ საკითხში და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება. ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რუსეთი ზოგიერთი ქართული კომპანიის ნაწარმის იმპორტს კრძალავს. ამის შესახებ ფედერალური ზედამხედველობის სამსახური წერილს აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც 9 ოქტომბრით არის დათარიღებული, წერია, რომ 2026 წლის 9 ოქტომბრიდან შემოღებულია დროებითი სანიტარული ღონისძიება რუსეთის ფედერაციაში საკვები პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერების მიზნით.
აკრძალვა კი შეეხება შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; „ნაბეღლავი“.