შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, იგნაციო კასისი სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, - ინფორმაციას შვეიცარიის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემები იქნება სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ეუთოს როლი და ორმხრივი ურთიერთობები.

შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ იგნაციო კასისი 15 ოქტომბერს ერევანს, 16 ოქტომბერს კი თბილისს ეწვევა.

„16 ოქტომბერს ბატონი კასისი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, რათა განიხილონ საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის შედეგები. ამ კონტექსტში შვეიცარია ასევე ასრულებს მფარველი სახელმწიფოს მანდატს. ეუთო, გაეროსა და ევროკავშირთან ერთად, თანათავმჯდომარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომლის მიზანია რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების ირგვლივ დიალოგის ხელშეწყობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შვეიცარიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ეს ორი ვიზიტი იგნაციო კასისი რეგიონული ვიზიტების პროგრამის მეორე ნაწილს წარმოადგენს; პროგრამის პირველი ნაწილი კი 3-5 აგვისტოს აზერბაიჯანსა და თურქმენეთში განხორციელდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა