ირაკლი კობახიძე - ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად

საქართველოს სუვერენიტეტი დავთმოთ, მშვიდობა დავთმოთ, განვითარება დავთმოთ, თუ რა დავთმოთ? [ევროკავშირთან ურთიერთობისთვის]. ერთადერთი, რასაც ვერ დავთმობთ, არის ეს ღირებულებები. იდენტობასაც ვერ დავთმობთ. დანარჩენი, ყველა საკითხთან დაკავშირებით ღია ვართ დისკუსიისთვის. ნებისმიერი - კანონი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა რამ, მზად ვართ დისკუსიისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი არ იყო რუსული, რასთან დაკავშირებითაც, აშშ-ს და ევროკავშირის მაშინდელმა ელჩებმა „სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოეს“.

„გამოვიდნენ სამარცხვინოდ აშშ-ის მაშინდელი ელჩი, ევროკავშირის მაშინდელი ელჩი და სამარცხვინო, სიცრუეზე აგებული კამპანია აწარმოეს ამ კანონის წინააღმდეგ. ამ ფონზე, კიდევ ერთხელ გვჭირდება ჩვენ განმარტების მოსმენა ამ ყველაფერთან დაკავშირებით - რატომ აწარმოეს თავის დროზე ეს კამპანია. ამისთვის არის საჭირო დისკუსია. ან მაგალითად, როცა ვსაუბრობთ კანონზე ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ, იქაც ხომ უნდა აგვიხსნან, რატომ არის არაევროპული ის, რომ არ შეიძლება წავიდეს ვიღაც, სახელად ჯუმბერი და ჩაეწეროს ქალად. ხომ უნდა აგვიხსნან, რომ ეს არის ცუდი. ამიტომ ვითხოვთ დისკუსიას“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს იმას, რომ „უნდა წახვიდე და ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს“.

„როგორ არ გვთხოვენ, რას ჰქვია არ გვთხოვენ [იდენტობის დაკარგვას]? იდენტობის სერიოზული კრიზისია ევროპაში. დავიწყოთ ეთნიკური საკითხებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ევროპის ქვეყნებს არის თავსმოხვეული მიგრაცია, რასაც პირდაპირ გადაწყვეტილებების დონეზე ახვევენ თავს. ამან გამოიწვია ეთნიკური მონაცემების რადიკალური ცვლილება. ეს, პირველი ფაქტი, ამიტომ გვინდა დისკუსია, რომ ფაქტებით ვისაუბროთ. მეორე - რელიგიური იდენტობა. უკვე არის არაერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები აცხადებს საკუთარ თავს ქრისტიანად. რაც შეეხება პიროვნულ იდენტობას, ჩვენს მიმართ აქვთ ეს მოთხოვნა, სხვა ქვეყნებს თავი დავანებოთ, რომ შენ უნდა წახვიდე რეესტრში და შენ რომ გქვია რაღაც, რომ ხარ კაცი შეგიძლია ჩაეწერო ქალად, ამას ითხოვენ ჩვენგან. ეს არ არის პიროვნული იდენტობის დაკარგვა? ზეპირი და ზოგადი განცხადებები არის სხვა რამე, მაგრამ ფაქტები არის ის, რომ ევროპის ქვეყნებში არის სერიოზული იდენტობის კრიზისი ეთნიკური კუთხით, რელიგიური კუთხით, პიროვნული იდენტობის კუთხით და ეს არის ფაქტები. ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს მაგას, რომ უნდა წახვიდე და ერთსექსიანმა წყვილმა შეიძლება შვილი აიყვანოს, შეიძლება წავიდეს კაცი და ჩაეწეროს ქალად, ქალი შეიძლება წავიდეს და ჩაეწეროს კაცად.

საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ევროკავშირი რამდენიმე ათეული წელია შეიქმნა. ჩვენი არჩევანი არის ევროპა. ევროკავშირი არის ინსტიტუციური გამოხატულება, ამიტომ, ისტორიულ არჩევანზე როდესაც ვსაუბრობთ, ისიც სწორად უნდა ითქვას,რომ ევროპა არის ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა