სერგეი ლავროვი - ზელენსკი ბრძოლის ველზე სულის მოთქმას არ იმსახურებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრძოლის ველზე “სულის მოთქმას” არ იმსახურებს.

“პრეზიდენტ ტრამპის განცხადების გამო მისი მოჩვენებითი გაკვირვება მხოლოდ ერთ რამეს ასახავს: ის მზადაა გამოიყენოს ნებისმიერი სიტყვა, ინიციატივა ან იდეა, რომელიც საჯაროდ გახდება ცნობილი, რათა ნებისმიერი საშუალებით წინ წაწიოს მისთვის სასურველი საკითხი - მიაღწიოს საბრძოლო მოქმედებებში პაუზას. არ ვფიქრობ, რომ ის სულის მოთქმას იმსახურებს”, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ზელენსკი მზადაა არჩევნები ჩაატაროს, თუ მას ძალების მოკრებისთვის ორი თვე მიეცემა, თუმცა ამ დროის განმავლობაში ევროპა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად ახალ იარაღს მიაწვდის.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს”. საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა