დიმიტრი პესკოვი - კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არა არჩევნების ჩასატარებლად, არამედ ძალების მოსაკრებად და ომის გასაგრძელებლად სჭირდება

კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არა არჩევნების ჩასატარებლად, არამედ ჭრილობების მოსაშუშებლად და ომის გასაგრძელებლად სჭირდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კიევს სინამდვილეში არჩევნების ჩატარება არ სურს, ეს სრულიად აშკარაა და მათ 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა სჭირდებათ არა არჩევნებისთვის, არამედ ძალების მოსაკრებად, ჭრილობების მოსაშუშებლად და ომის გასაგრძელებლად“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს. საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა