ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას შეხვდა. ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისთვის აუცილებელი პრინციპების დაცვის მნიშვნელობა.

„ირაკლი ყანდაშვილმა მინისტრს ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობის დაცვის საკითხზე ადვოკატთა პოზიცია გააცნო. ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული პრინციპი დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა და ადვოკატსა და კლიენტს შორის თავისუფალი და კონფიდენციალური კომუნიკაციის უზრუნველყოფას, მათ შორის, კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით მოპოვებული ან შექმნილი ინფორმაციის, დოკუმენტაციისა და წერილობითი მასალების დაცვას გულისხმობს. ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიები პრაქტიკაშიც სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

თავის მხრივ იუსტიციის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და პატიმართან კომუნიკაციის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებული უფლებებია. პაატა სალიას განცხადებით ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული გარანტიები არ იქნეს გამოყენებული პენიტენციურ დაწესებულებებში კანონის შესაძლო დარღვევის მიზნით და მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია.

შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული საკითხის სათანადო რეგულირებას პრაქტიკაში, რათა სრულად იყოს დაცული ადვოკატის პროფესიული საქმიანობა და არ შეიქმნას საფრთხე ადვოკატსა და კლიენტს შორის კომუნიკაციის კონფიდენციალურობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა