იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, მისი გაგრძელებისა და სტაციონარიდან გაწერის წესში ცვლილებები შედის

პარლამენტს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების, მისი გაგრძელების საფუძვლების შეფასებისა და პირის სტაციონარიდან გაწერის წესში ცვლილებები შეაქვს.

ამ მიმართულებით ცვლილება “ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და მასთან ერთად, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა“ და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შედის“.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, რომელთა განმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს კანონის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას.

მოქმედი კანონმდებლობით, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას სისხლის სამართლის მოსამართლე, მაქსიმუმ 4-წლამდე ვადით ნიშნავს. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან თვეში ერთხელ იხილავს და არკვევს ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რითაც იძულებითი მკურნალობის დანიშვნა მოხდა.

კომისიის გადაწყვეტილება როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება.

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან 6 თვეში ერთხელ, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტაციასთან ერთად სასამართლოს გაუგზავნის და სასამართლო განიხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც პირს მკურნალობა შეეფარდა. ამასთან, მკურნალ ექიმს კვლავ ექნება უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ თვლის რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა