"ეიპიემ ტერმინალს ფოთი" აგრძელებს განათლების მხარდაჭერას: დაჯილდოვდნენ გამორჩეული პედაგოგები

ფოთში, მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ახალგაზრდების ხარისხიან განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" ადგილობრივი სკოლების პედაგოგები დააჯილდოვა.

"ეიპიემ ტერმინალს ფოთის" ინფორმაციით, 2025-2026 სასწავლო წლის შედეგების მიხედვით, კომპანიამ ხუთი საუკეთესო პედაგოგი გამოავლინა. ჯილდოები გადაეცათ ნატრული ტაბიძეს (საჯარო სკოლა №1), ლიანა ანთაძეს (საჯარო სკოლა №3), ინგა შენგელიას (საჯარო სკოლა №7), ნინო ჯაბუას (საჯარო სკოლა №11) და თამილა კაპანაძეს (საჯარო სკოლა №15) სოციალური აქტივობების, ინკლუზიური განათლების, გარემოსდაცვითი ინიციატივებისა და STEM მიმართულებით განხორციელებული პროექტების ხელშეწყობისთვის.

„განათლების ხარისხი და ახალგაზრდების განვითარება ჩვენი საზოგადოების წარმატების საფუძველს ქმნის. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულად ვაფასებთ პედაგოგების ძალისხმევას, რომლებიც ცოდნასთან ერთად მოსწავლეებს პასუხისმგებლობიან და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში ეხმარებიან," - აცხადებს ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალური დირექტორი, ქრისტიან რიოდერი.

ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლანა ტუღუშის განცხადებით, კერძო სექტორთან თანამშრომლობა განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და პედაგოგების წახალისების მნიშვნელოვანი კომპონენტია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორთან პარტნიორობა და მოხარული ვართ, რომ წელსაც, ტრადიციულად, ჩვენს გვერდით დგას ეიპიემ ტერმინალს ფოთი. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპანიის მხარდაჭერა იმ პედაგოგების მიმართ, რომლებიც STEM მიმართულებით გამორჩეულ შედეგებს აღწევენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ახალგაზრდების განვითარებაში. ვულოცავ თითოეულ პედაგოგს ამ მნიშვნელოვან დღეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

APM Terminals Poti უკვე მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების მიმართულებებს. კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივ სკოლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და პროფესიული ორიენტაციის პროგრამას, რომლებიც ახალგაზრდებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და პროფესიულ განვითარებაში ეხმარება.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა