ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს ხსნის

13 ოქტომბერს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერებს გახსნის.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ირლანდიის ევროპის საკითხებში მინისტრი, ტომას ბირნი სოციალურ ქსელში წერს.

“‘მონტენეგროს ორშაბათს” კიდევ ერთი “სუპერ სამშაბათი” მოჰყვება ალბანეთისთვის, მოლდოვისთვისა და უკრაინისთვის.

შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა რომ: გაიხსნას [გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების] მე-2 და მე-3 კლასტერები უკრაინისა და მოლდოვისთვის; დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] 3 ქვეთავი მონტენეგროსთვის (17, 18 და 19); დაიხუროს [შესრულებულად ჩაითვალოს] მე-20 ქვეთავი ალბანეთისთვის,” - წერს ბირნი.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 35 ქვეთავს მოიცავს, რომლებიც 6 კლასტერშია გაერთიანებული: ფუნდამენტები; შიდა ბაზრები; კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა; მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი დაკავშირებულობა; რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობა; საგარეო ურთიერთობები.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა