გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებზე ისაუბრეს. ინფორმაციას მერცი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყვიტოს.
“პრეზიდენტ ზელენსკისთან ვისაუბრე რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებზე. რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტას უნდა დათანხმდეს, რაც უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება”, - დაწერა მერცმა სოციალურ ქსელში.