რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვს 400-ზე მეტი დრონით შეუტიეს

მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 400-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ორშაბათს საღამოდან რეგიონის მიმართულებით 417 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა.

მათი უმეტესობა შორეულ მისადგომებთან გაანეიტრალეს, 65 კი - მოსკოვთან მიახლოებისას.

„12 ოქტომბრის 20:30-დან 13 ოქტომბრის 07:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 417 უპილოტო საფრენი აპარატი მოფრინავდა. მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა შორეულ მისადგომებთან გაანეიტრალეს. 65 უპილოტო საფრენი აპარატი კი მოსკოვთან მიახლოებისას გაანადგურეს”, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში