ვაფასებთ პრეზიდენტ ტრამპის ჩართულობას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობაში, თუმცა, პოლონეთში მიგვაჩნია, რომ ამ მცდელობას შედეგი მოჰყვება, თუ ზეწოლა აგრესორზე განხორციელდება და არა აგრესიის მსხვერპლზე, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
მან რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლონეთი სერიოზულად იღებს რუსეთის მუქარას.
„დიახ, სერიოზულად აღვიქვამთ, როდესაც რუსეთი გვემუქრება. ჩვენ ნატო-ში იმავე მიზეზით გავწევრიანდით, რა მიზეზითაც სხვები - საერთო თავდაცვისთვის. 15 წლის წინ ჩვენც, ისევე როგორც ყველა სხვა, მზად ვიყავით რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. თუმცა, სწორედ რუსეთმა დაიწყო მეზობელ ქვეყნებში შეჭრა და როდესაც მათ პოლიტიკა შეცვალეს, ჩვენც ანალოგიურად მოვიქეცით”, - აღნიშნა სიკორკსიმ.