ვარშავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმში, „მოქალაქეთა ანტიანექსიური პლატფორმის“ დამფუძნებელი და „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია მონაწილეობს.
„ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის მიმდინარეობის პირველ დღეს, პაატა დავითაია ფილიპ გორდონს შეხვდა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწე და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში 2022 -2025 წლებში.
„შეხვედრაზე პაატა დავითაია ამერიკელ ყოფილ მაღალჩინოსანს ესაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ და ანექსიურ საფრთხეებზე, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.