შინაგან საქმეთა მინისტრმა რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორი გახსნა, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის - „მამისონი“ ახალი შენობა გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი.

„სასაზღვრო სექტორის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (EUCOM), საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და რეგიონალური უსაფრთხოების ოფისის (RSO) მხარდაჭერით განხორციელდა.

სასაზღვრო სექტორი, რომელიც ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, აღიჭურვა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. შენობის ინფრასტრუქტურა ადგილობრივი რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით არის მოწყობილი, რაც მესაზღვრეებს სამსახურებრივი მოვალეობის ეფექტიანად შესრულებისა და ყოველდღიური საქმიანობისთვის სათანადო პირობებს უქმნის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სულხან თამაზაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს პროექტის მხარდაჭერისთვის.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში